საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

გამოწერა
დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოსვლამ მამისონის უღელტეხილზე პრობლემები შექმნა.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვებია დაწესებული, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ- გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილზე, საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", — ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ ზუდანზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ყველა ახალი ამბავი
0