„რუსთავი 2": ტელეკომპანიის ოფისს თავს დაესხნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliტელეკომპანია რუსთავი 2
ტელეკომპანია რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობა „ქართული მარშის" წევრები ტელეკომპანიის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, მათი თქმით, ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების შემლახველი განცხადების გამო, რომელიც ჟურნალისტმა კვირის გადაცემაში გააკეთა.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს თავს დაესხნენ, აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2".

„შენობასთან შეკრებილმა ლადო სადღობელაშვილმა და ე.წ. „ქართული მარშის“ წევრებმა ალყაში მოაქციეს მანქანა, რომლითაც გიორგი გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილი გადაადგილდებოდნენ და უკანონოდ აღუკვეთეს მათ თავისუფლება. შეკრებილებმა დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და მურადაშვილი იმყოფებოდნენ", — ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტელეკომპანიის განცხადებით, გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტ დავით ერაძეზე. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული.

საპატრულო პოლიციამ თავდამსხმელთაგან სამი პირი დააკავა.

„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან, უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად”, – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის დირექტორი 18:00 საათზე გააკეთებს.

ყველა ახალი ამბავი
0