ვნებათაღელვა ჰესების ირგვლივ სვანეთში: ოჯახები კომპენსაციას ითხოვენ

© photo: Sputnik / Besik Pipiaმდინარე ენგური სვანეთში
მდინარე ენგური სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნენსკრაჰესის მშენებლობის გამო, რამდენიმე ოჯახი ფულად კომპენსაციას ითხოვს

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშრიჭალაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. 

როგორც ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდნეტი იტყობინება, ისინი კომპანიისგან, რომელიც სოფელში ჰესის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, ფულად კომპენსაციას ითხოვენ.

საპროტესტო აქცია ახალი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
ახალი ჰესები საქართველოში: კატასტროფა თუ გამოსავალი

"ჩვენ ვითხოვთ ფულად კომპენსაციას,სხვა მოთხოვნა არ გვაქვს. რაც  შეეხება ჰესის მშენებლობას, არ ვეწინააღმდეგებით“, — განმარტავენ  აქციის მონაწილეები.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ტერიტორია, სადაც დღეს ჰესის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, საუკუნეების მანძილზე ნარსავიძეებისა და ჩხეტიანების მამა-პაპური მამული იყო და მათი საკუთრებაა.

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის პროექტს სს „საპარტნიორო ფონდი“ კორეის კომპანია Kwater-თან ერთად ახორციელებს. 

„ნენსკრა ჰესი“ ყოველწლიურად 1,2 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სადგური ენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი სრულად 2021 წელს დასრულდება.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0