კასპის რაიონში ახალი სკოლა აშენდა

© FB / Ministry of Education and Scienceთვალადის საჯარო სკოლა
თვალადის საჯარო სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შენობა თანამედროვე ევროპული სკოლის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალადში ახლადაშენებული საჯარო სკოლა პარასკევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოინახულა, იუწყება სამინისტროს ვებგვერდი.

სკოლის მშენებლობა გასულ წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. განათლების სამინისტროს თქმით, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი, 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით არის აღჭურვილი, გააჩნია მაღალი სტანდარტების სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი, სამედიცინო კაბინეტი, ბიბლიოთეკა. 

მინისტრი ასევე კასპის პირველ საჯარო სკოლაში განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებსაც გაეცნო და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. კასპის პირველი საჯარო სკოლის ახალი თანამედროვე შენობა მომავალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწავლის ხარისხის ამაღლების მიმართულებით, აღნიშნავენ უწყებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0