00:23 19 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0593
  • 100 RUB3.8673
  • USD2.6188
მეტრო

როდის გაიხსნება მეტროს სადგური „გურამიშვილი"

© Sputnik / Denis Aslanov
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (756)
125 0 0

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით ყველა მეტროსადგური მოწმდება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. მეტროს სადგური „გურამიშვილი" მგზავრებს მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდან მოემსახურება, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სადგურ „გურამიშვილის" რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და სამუშაოები მიმდინარე წლის იანვრის თვემდე მიმდინარეობდა ღამის საათებში. მეტროს სადგურის გახსნა მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო 2018 წლის 15 მარტისთვის იყო დაგეგმილი.

„კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროს სადგური "გურამიშვილი", დაგეგმილი 15 მარტის ნაცვლად, მგზავრებისთვის მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გაიხსნება. თარიღის გადაწევა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე მეტროს სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა", — ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, სადგურ "ვარკეთილში" 2018 წლის 30 იანვარს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მეტროს ყველა სადგურის მდგომარეობას ამოწმებს.

სადგურ „ვარკეთილში" ე.წ. დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელი იყო. დაშავებულების უმეტესობას მოტეხილობები აღენიშნებოდა, ერთ-ერთ მათგანს კი ხერხემალი დაუზიანდა.

მომხდარის შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში დეტალურად შემოწმდება ყველა ობიექტი — ბაღები, სპორტული კომპლექსები, მეტროს სადგურები და ყველა დამნაშავე დანაშაულის შესაბამისად აგებს პასუხს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" მეტროს სადგურების განახლების პროექტი გასულ წელს დაიწყო. მის ფარგლებში გარემონტდა სადგურები „ახმეტელის თეატრი", „ვარკეთილი", სადგურ „ავლაბარზე" გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა. ოქტომბერში კი გაიხსნა მეტროს რიგით 23-ე სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი". თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2018 წელს დამატებით 10 სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება.

თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად 290 ათასამდე მგზავრს ემსახურება.

თემები:
თბილისი დღეს (756)

მთავარი თემები