მოთხილამურე პატრული: შსს მუშაობის ანგარიშს აქვეყნებს

გამოწერა
მოთხილამურე სამართალდამცველებმა მიმდინარე წელს დახმარება 143 ადამიანს აღმოუჩინეს.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოთხილამურე პატრულების მუშაობის ერთგვარ ანგარიშს აქვეყნებს,  იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მოთხილამურე სამართალდამცველებმა მიმდინარე წელს დახმარება 143 ადამიანს აღმოუჩინეს.

გუდაური - Sputnik საქართველო
ქართველმა სამართალდამცავებმა სამთო-სათხილამურო სწავლების კურსი გაიარეს

2018 წლის დასაწყისიდან დღემდე, მათ იპოვეს და დაუბრუნეს პატრონებს 49 ნივთი და იპოვეს 11 დაკარგული პირი.

2017 წლის თებერვალში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავსტრიელი ექსპერტების მიერ ორგანიზებული სამთო-სათხილამურო ტრენინგი გაიარეს.

სწავლების მიზანს წარმოადგენდა სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების შესაბამისი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და გამოცდილების გაღრმავება.

2017 წლიდან საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას, შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად, „მოთხილამურე პატრული“ იცავს.

„მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარიდან შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო.

სამთო–სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრული სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების პრევენციას და დამსვენებელთა უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.


ყველა ახალი ამბავი
0