„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnikთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი,  21 თბერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 თბერვალს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ნატბეურების დასახლების, ქოშიგორის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ყურაშვილის, მირიან მეფის, პეტრე იბერის, ვიქტორ ნოზაძის, გოდერძი ჩოხელის, გრიგოლ ფერაძის, ბერაძის და კვერნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აკაკი ბაქრაძის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

12:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, ქერჩის და ღების ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების  შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0