მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩაბუქი თბილისში 2017 წლის მაისის ბოლოს თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კერძო კოლეჯის ყოფილ მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000 ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

თავისუფლების მოედანი თბილისში - Sputnik საქართველო
ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები ეწვივნენ

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საექსტადაციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა. პროკურატურა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, სასამართლომ კი, გირაოს რაოდენობა 1000 ლარზე განსაზღვრა.

ჩაბუქი თბილისში 2017 წლის მაისის ბოლოს თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მაშინ თბილისის სასამართლომ მას წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. თურქეთში ემრე ჩაბუქს ბრალად ედება აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დახმარება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

ემრე ჩაბუქის სასამართლო პროცესს ჩაბუქის მეუღლე, ამერიკელი კონგრესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

15 თებერვალს ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება. გარდა ამისა, მან მოუწოდა სასამართლოსაც, რომ არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.

„ცხრათვიანი პატიმრობის ვადა დღეს ამომეწურა. მე მასწავლებელი ვარ, რომელიც განათლებაზეა შეყვარებული. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ტერორიზმის, ჩხუბის, ძალადობის… ათასობით მოსწავლე მყავს საქართველოში და ყოველთვის ჩვენი პროექტები, ჩვენი მოღვაწეობა ფასდებოდა დადებითად, მათ შორის სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან. ლეგალურად თუ არალეგალურად მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი”, – განაცხადა ჩაბუქმა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან.

დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ ჩაბუქმა საქართველოს ხელისუფლებას მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2017 წლის 7 ივლისს ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან იმყოფება და განათლების სფეროში მოღვაწეობს. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, სადაც 2016 წლიდან ბოლო დრომდე ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაბუქი საქართველოში ცხოვრების უფლებით სარგებლობდა. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

რაც შეეხება ფეთჰულა გიულენს, მას თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის 16 ივლისის ღამეს გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს და აშშ-სგან მის გადმოცემას ითხოვს. თვითონ გიულენმა დაგმო აჯანყება და განაცხადა, რომ ის მასში არ მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0