ქურდია თუ არა - ვინ გამოაძევა უკრაინამ საქართველოში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს-ს შენობა
საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინიდან დეპორტირებულმა საქართველოს მოქალაქემ საქართველო უკვე დატოვა

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. უკრაინიდან საქართველოში გამოძევებული კრიმინალური ავტორიტეტი პაპუნა უგრეხელიძე კანონიერი ქურდი არ არის, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ.

უგრეხელიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია კიევის ობოლონსკის რაიონში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოთხშაბათს გაავრცელა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე ასევე გავრცელდა უგრეხელიძის დატითხვის ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ აცხადებს ის უარს უპასუხოს შეკითხვაზე, არის თუ არა კანონიერი ქურდი.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
ქართველი „კანონიერი ქურდი" „გეგა ოზურგეტსკი" უკრაინიდან გააძევეს

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოსდა უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე პ.უ. ქურდული სამყაროს წევრია, არის მცდარი! სამართალდამცველებთან გასაუბრების შედეგად, მან თავად განაცხადა, რომ არ არის ე.წ. კანონიერი ქურდი. ამ კონკრეტულმა პირმა უკვე დატოვა საქართველო“, — განაცხადა ლაცაბიძემ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, უგრეხელიძემ უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევა უკანონოდ მოახერხა. ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ჯერ კიდევ 2017 წელს დააკავეს და გამოაძევეს ქვეყნიდან და 3 წლით უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. 

სამართალდამცველების მტკიცებით, პაპუნა რიგ ძალადობრივ დანაშაულებებთან არის დაკავშირებული. ბოროტმოქმედი 2016–2017 წლებში კიევში ცხოვრობდა, საიდანაც კოორდინირებას უწევდა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების მოღვაწეობას და უკრაინაში ქარვის უკანონო მოპოვებაზე კონტოლის დაწესებას.

საქართველოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია. ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი სახელწოდებით „ქურდული საზოგადოების წევრობა,„კანონიერი ქურდი“, რაც ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


ყველა ახალი ამბავი
0