UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნებს ქართული ტერიტორიები შეემატება

© Photo: courtesy of Official Tourism Portal of AdjaraНациональный парк Мтирала
Национальный парк Мтирала - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად პირველად მაჭახელას, მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები ასევე, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები გამოცხადდება

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO–ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნებად გამოცხადდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად მუშაობს, რომ საქართველოში UNESCO–ს  მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად პირველად მაჭახელას, მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები ასევე, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები გამოცხადდეს“, — ნათქვამია განცხადებაში. 

ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში

პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის მიერ 2017 წლიდან ხორციელდება.  იგი გერმანიის გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროსა და WWF-ის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

საქართველო UNESCO–ს  სრულუფლებიანი  წევრი 1992 წლის 7 ოქტომბერს გახდა. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, დღესდღეობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სამი ძეგლი შედის: მცხეთის ისტორიული ძეგლები, გელათის სამონასტრო კომპლექსი, ზემო სვანეთი.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობითი სია, რომელშიც წარმოდგენილია სამი ქართული ნომინაცია: ქართული მრავალხმიანობა, ქართული ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი და ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა. 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0