პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი საქართველოს პატრიარქისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეუძლოდ გახდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სცენაზე გამოსვლისას, მუსიკოსმა გულის არეში მწვავე ტკივილი იგრძნო

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik.  თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლამის ჩაიშალა – ცნობილი  პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი სცენაზე შეუძლოდ გახდა.

გამოსვლის დასრულებისას, მუსიკოსმა გულის არეში მწვავე ტკივილი იგრძნო და იგი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში სასწრაფოდ გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მუსიკოსი კლინიკიდან იმავე დღეს გაწერეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია.

 „შესაბამისის ანალიზები ჩატარდა, გამომდინარე იქიდან, რომ მან იშემიური დაავადების ამნეზია გადაიტანა. ახლა იგი კონტაქტური, ადეკვატურია, მართალია  მეხსიერებიდან ამოვარდნილია პატარა მომენტი — ამნეზიის ხანმოკლე ეპიზოდი იყო, ახლა თავს კარგად გრძნობს", — განაცხადა ექიმმა მანანა თეთრაძემ ჟურნალისტებთან. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქი: არ დაკარგოთ უფლის იმედი

პიანისტი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოდიოდა, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა. საღამოზე შესრულდა რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი.

ვალერიან შიუკაშვილი – საქართველოს ხელოვნების აკადემიის დამაარსებელი და რექტორი, 1975 წლის 11 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მან ფორტეპიანოზე დაკვრა 12 წლისამ დაიწყო. თავისი პირველი და მთავარი პრიზი მუსიკოსმა 1992 წელს ჩაიკოვსკის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსზე მიიღო. 2003 წელს მან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

მუსიკოსი მუდმივად დადის გასტროლებზე, კონცერტებსა და მასტერ-კლასებს მართავს ევროპის საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში.

საქართველოს ხელოვნების აკადემია 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ის ნიჭიერ ბავშვებს ეხმარება, განავითარონ საკუთარი ნიჭი, ამზადებს მათ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებზე გამოსვლისთვის. ვალერიან შიუკაშვილის სახელი შესულია წიგნში „XXI საუკუნის ვარსკვლავები".

 

ყველა ახალი ამბავი
0