რუსთავში ექვსი ბავშვი შაურმით მოიწამლა – სიმართლეს ექსპერტიზა დაადგენს

CC BY-SA 2.0 / stu_spivack / shawarmaშაურმა, არქივის ფოტო
შაურმა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთავის საავადმყოფოში მოხვედრილმა ყველა პაციენტმა შაურმა ერთსა და იმავე ადგილზე შეჭამა.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. რუსთავის საქალაქო საავადმყოფოში კვებითი მოწამვლის სიმპტომებით ექვსი ბავშვი მოხვდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

11-12 წლის მოზარდები, რომელთაგან ოთხი ერთმანეთის ნათესავია, სამშაბათს გადაიყვანეს საავადმყოფოში ერთნაირი სიმპტომებით — მაღალი სიცხე (40 გრადუსამდე), ძლიერი ტკივილი კუჭის არეში, პირღებინება და დიარეა. ოთხშაბათს საავადმყოფოს კიდევ ორმა მოზარდა მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ბავშვმა შაურმა ერთსა და იმავე კვების ობიექტში შეჭამა.

ერთი ბავშვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო და ის უკვე სახლში გაწერეს, დანარჩენი ხუთი პაციენტი მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უხარისხო ხორცი აღმოაჩინა - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: თბილისში უხარისხო ხორცი აღმოაჩინეს

იგივე სიმპტომებით რუსთავის საავადმყოფოში ერთ-ერთი მოწამლული მოზარდის დედაც მიიყვანეს.

ამჟამად პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი სიცხე, თუმცა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კვების ობიექტის მფლობელი მალხაზ კაპანაძე გამორიცხავს, რომ მოწამვლა მისი პროდუქციის გამო მომხდარიყო. მისი თქმით, ის დეზინფექციას მუდმივად ატარებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა შესაბამისი სამუშაოები უკვე ჩაატარეს, ამჟამად კვების ობიექტში სანიტარული დღე გამოცხადდა.

„სინჯები გავატანე შესაბამის სამსახურს. წყლისა და შაურმის  პასუხები რამდენიმე დღეში იქნება. ამას ყოველთვიურად ვაკეთებთ. ოთხი წელია გახსნილი ვართ, მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა. ხორცი ყოველდღიურად ახალი შემოდის. ვადა აქვს ყველა პროდუქტს. საშაურმე დავკეტე, რომ დეზინფექცია გავაკეთო”, – აღნიშნა კაპანაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0