09:49 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
თამარ გვერდწითელი

თამარ გვერდწითელის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველების შესახებ (17)
67030

მომღერალმა თავისი სიყვარულის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მრავალი წლის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს სახალხო არტისტმა, ცნობილმა ქართველმა მომღერალმა თამარ გვერდწითელმა აღიარა, რომ მისი ერთადერთი დიდი სიყვარული მეორე მეუღლე – ადვოკატი დმიტრი იყო, რომელიც აშშ-ში საცხოვრებლად ბაქოდან იყო წასული.

დმიტრიმ და თამარმა ერთმანეთი ამერიკაში საერთო მეგობართან, მომღერლის ბავშვობის მეგობართან – მარტა კლიონერთან გაიცნეს.

როგორც მომღერალმა აღიარა, ეს ნამდვილი ორმხრივი სიყვარული იყო. თამარს და დმიტრის ერთად ყოფნა სურდათ, მაგრამ მომღერალმა სცენის მიტოვება და საცხოვრებლად ბოსტონში გადასვლა ვერ შეძლო, ადვოკატს კი ოკეანისგაღმა აწყობილი ცხოვრება ჰქონდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ისინი ყველაზე მთავარს მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ. თუმცა, ბედისწერამ სხვანაირად განსაზღვრა.

დმიტრის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა, 18 წელი გავიდა, მომღერალი კი მხოლოდ ახლა ალაპარაკდა იმაზე, თუ რა ბედნიერი იყო მასთან და როგორ განიცდიდა უმისობას. 

„ის ჩემ გამო ყველაფრისთვის, ბოსტონიდან მოსკოვში გადმოსვლისთვისაც კი მზად იყო. მე მას ბავშვის გაჩენაზე უარი ვუთხარი – ის ამაზეც თანახმა იყო. ეს ადამიანი მზად იყო სიყვარულისთვის ყველაფერზე წასულიყო. მე მისი სიკვდილის გაცნობიერება არ მსურდა, ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას ესმის, რომ სცენაზე მისთვის ვმღერი“, – განაცხადა თვალცრემლიანმა თამარ გვერდწითელმა ტელეარხზე Россия 1.

მომღერლის სიტყვებით, ამ ტრაგიკული სიყვარულის გადატანა მას მხოლოდ მუსიკამ შეაძლებინა.

„რაც დრო გადის, ბევრი რამ მუსიკის საშუალებით გადამაქვს. ახლა ეს ზღაპარივით, სიზმარივითაა… ლეგრანის დიდებული მუსიკა, რომელშიც მე ამ სიყვარულის გამოძახილი ვიპოვე… მე, რა თქმა უნდა, მაშინ ბედნიერი ვიყავი. და ახლაც, როცა ვუსმენ, მესმის, რამდენად მშველის მუსიკა“, – განაცხადა გვერდწითელმა.

დმიტრის შემდეგ მომღერალი თავისი სიყვარულის პოვნას ცდილობდა – მისი მესამე მეუღლე პროფესიით კარდიოქირურგი სერგეი ამბატელო გახდა. თუმცა, ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა და წყვილი 2005 წლის დეკემბერში დაშორდა ერთმანეთს.

„ვხვდები, რომ უკეთესი იქნებოდა ჩემ ცხოვრებაში რომ არ ყოფილიყო. თავიდან ყველაფერი კარგად გვქონდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ ურთიერთობამ სხვა ხასიათი მიიღო. ყველაფერი შეუძლებელი და მიუღებელი გახდა. უბრალოდ, ჩვენ განსხვავებული ადამიანები ვართ“, – აღიარა მომღერალმა.

შეგახსენებთ, რომ 56 წლის თამარ გვერდწითელს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი სანდრო, რომელსაც მალე 32 წელი შეუსრულდება.

 

თემები:
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველების შესახებ (17)

მთავარი თემები