04:36 24 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
ველოსიპედის ძეგლი ვარდების მოედანზე

ქუთაისში ენერგიის გამომმუშავებელი ველოსიპედები დაიდგმება

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (50)
58 0 0

საქართველოში ეკოლოგიური კულტურის და კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნის ამაღლებას აპირებენ

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ქუთაისში პროექტ Сharging Eco Space-ის ფარგლებში ენერგიის გამომმუშავებელი ველოსიპედები დაიდგმება, ნათქვამია ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოიმუშავებული ელექტროენერგიის საშუალებით დაიტენება მობილური, ლეპტოპი და სხვა მოწყობილობა. ორი ველოსიპედი ქუთაისის სკვერებში დაიდგმება, მესამე — ასოციაციის ოფისში.

„ამ პროექტით გვინდა ვანახოთ მოსახლეობას ალტერნატიული ენერგიის მაგალითები, რათა მათ კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაზე დაფიქრდნენ“, — განაცხადა მეცნიერულ-ინტელექტუალური კლუბ „თაობათა დიალოგის“ გენერალურმა მდივანმა, პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკატერინე მარუქაშვილმა.

პროექტი Сharging Eco Space ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნის ამაღლებას ემსახურება.


თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (50)

მთავარი თემები