22:38 15 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0047
  • 100 RUB3.9453
  • USD2.6343
სოციალურად დაუცველი

საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღების პრინციპი შეიძლება შეიცვალოს

© photo: Sputnik / Sergey Venyavskiy
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (142)
71 0 0

ამჟამად სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას 456,6 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე იღებს.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგიის შეცვლა იგეგმება, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებს ენიჭებათ, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება შევსებული საოჯახო დეკლარაციის საფუძველზე დათვლილი ქულების რაოდენობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო ღარიბად ითვლება ადამიანი.

„მეთოდოლოგია უკვე გადაიხედა, მაგრამ მისი შეცვლა კვლავ საჭიროა", — განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრმა სოციალური ქულების მინიჭების კრიტერიუმის განხილვა ყველა მსურველს შესთავაზა.

„ჩვენ მზად ვართ კრიტერიუმის მინიჭებასთან დაკავშირებით მჭიდროდ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ პირებთან", — განაცხადა სერგეენკომ.

დღეს სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას 456,6 ათასზე მეტი ადამიანი იღებს. სოციალური დახმარების მოცულობა სარეიტინგო ქულებზეა დამოკიდებული.

მაგალითად, 30 ათასზე დაბალი ქულის მქონე ოჯახი თითოეულ წევრზე თვეში 60 ლარს იღებს. ამასთან ერთად, შვილების რაოდენობიდან გამომდინარე, 60 ლარს თითოეულ ბავშვზე 10 ლარი ემატება.

შემდეგ მოდიან ოჯახები, რომლებსაც 30-დან 57 ათასამდე ქულა აქვთ. ისინი თითოეულ წევრზე 50 ლარს იღებენ. 57-დან 60 ათასამდე ქულის მქონე პირები – 40 ლარს, ხოლო 60-დან 65-ათასამდე ქულის მქონე პირები – 30 ლარს.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (142)

მთავარი თემები