დავით ბეჟუაშვილმა „ბადაგონის“ მფლობელის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

© AP Photo / Reinhold Huegerichმართლმსაჯულების ქანდაკება
მართლმსაჯულების ქანდაკება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დაზვერვის ყოფილი უფროსის ძმას დავით ბეჟუაშვილს სურს, სასამართლოს მეშვეობით დაავალდებულოს ღვინის კომპანია „ბადაგონის“ მფლობელი გიორგი სალაყაია, რომ ღირსების შელახვისთვის მას ბოდიში მოუხადოს.

თბილისი, 13 თებერვალი  — Sputnik. საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის გელა ბეჟუაშვილის ძმამ, ბიზნესმენმა დავით ბეჟუაშვილმა სარჩელი შეიტანა ქართული ღვინის კომპანია „ბადაგონის“ ამჟამინდელი მფლობელის გიორგი სალაყაიას წინააღმდეგ და მას ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში დასდო ბრალი, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ მოსარჩელის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

გასულ კვირაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ბადაგონის“ ოფისში საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც კომპანიის წილების უკანონო მითვისებას უკავშირდება. სალაყაიამ განაცხადა, რომ ამაში ბეჟუაშვილის ხელი ურევია, რომელსაც, მისი თქმით, „ბადაგონის“ ხელში ჩაგდება სურს.

„ბატონმა გიორგი სალაყაიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „ბადაგონის“ საქმეში დავით ბეჟუაშვილია გარეული, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ჩვენ ვუთხარით, რომ თუ ის ორშაბათამდე უარყოფდა ამ განცხადებებს, არ შევიტანდით სარჩელს, თუმცა ეს არ მოხდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, სასამართლოსთვის მიგვემართა“, – განაცხადა კორძაძემ.

საპატრულო პოლიცია თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო: „ბადაგონში“ ჩხრეკა არ ჩატარებულა

ბეჟუაშვილი მოითხოვს, რომ სასამართლომ დაავალდებულოს სალაყაია, უარყოს ეს განცხადებები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქმედებებმა „ბადაგონის“ წარმომადგენლები აღაშფოთა, მათ ამ ქმედებებს ჩხრეკა უწოდეს. საგამოძიებო სამსახურში კი ეს კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ მათ მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს – კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარი ნებით წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია, რომლებიც მათ შემდეგ ამოიღეს.

ამავე დროს, „ბადაგონის“ ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა მიმართა პროკურატურას და საგამოძიებო სამსახურის IT–მენეჯერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.

მისი განცხადებით, მათ ხელთ აქვთ მოსამართლე რომან ხორავას განსაზღვრება, რომელშიც მითითებულია, რომ საგამოძიებო ღონისძიებები მხოლოდ გამომძიებლებს უნდა ჩაეტარებინათ; ხოლო ადამიანები, რომლებიც ოფისში შეიჭრნენ და ამოიღეს კომპანიის ფინანსური დოკუმენტაცია, იყვნენ არა გამომძიებლები, არამედ IT–მენეჯერები. მისი თქმით, მან მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და იმ ხუთი ადამიანის მიმართ, რომლებმაც ეს ვანდალური აქტი ჩაიდინეს, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.

ადვოკატის თქმით, თუ პროკურატურა უახლოეს დღეებში არ მიიღებს შესაბამის ზომებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ პროკურატურა და საგამოძიებო სამსახური ერთად მოქმედებდნენ.

„თუ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყება უმოკლეს დროში, მე ჩავთვლი, რომ საქართველოს პროკურატურა და ფინანსური პოლიცია მოქმედებდნენ ერთად, რათა გაანადგურონ კომპანია „ბადაგონი“, – განაცხადა ხატიაშვილმა.

ჯორჯ დე სილვა პორტუგალიიდან - Sputnik საქართველო
ვინ გადააგდეს „ბადაგონში“ - ღვინის კომპანიაში ვითარება დაიძაბა

მისი თქმით, მათ თითქოსდა აინტერესებდათ 2013–2015 წლებში განხორციელებული გარიგება. ეს ცრუ ინფორმაციაა. მათ მოითხოვეს მთლიანი ფინანსური დოკუმენტაცია – 2002 წლიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე, აღნიშნა ადვოკატმა.

„ბადაგონთან“ დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი გახდა კვიპროსზე დარეგისტრირებული კომპანია Grakoro trading limited-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიმართვა. Grakoro ადრე „ბადაგონის" 100-პროცენტიან წილს ფლობდა. Grakoro-ს აქციების 81% რუსეთის მოქალაქე გივი ეზუგბაიას ეკუთვნის. Grakoro-ს წარმომადგენლების განცხადებით, სალაყაიაზე წილების გადაფორმებას წინ უსწრებდა ზეპირი შეთანხმება იმის შესახებ, რომ მასზე დროებით გადაფორმდებოდა „ბადაგონის“ წილები, რათა მან, როგორც საქართველოს მოქალაქემ, ბანკის სესხის აღება შეძლოს. 

„ბადაგონს“ კრედიტი მას შემდეგ დასჭირდა, რაც კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ინვესტორს — ვლადიმერ ჯანჯღავას, რომელიც გივი ეზუგბაიას სიძეა, ფინანსური სირთულეები შეექმნა და მას თანხების გამოყოფა აღარ შეეძლო. 2003 წლიდან 10 წლის განმავლობაში ჯანჯღავამ „ბადაგონში“ 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

Grakoro trading limited-ის წარმომადგენლებმა სალაყაიას წილების დაბრუნების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, რაზეც უარი მიიღეს. სალაყაიამ, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ჯანჯღავას მისთვის წილების წართმევა უნდა. 

თავის დროზე სალაყაია კომპანიაში მენეჯერი იყო, ახლა კი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია.

ყველა ახალი ამბავი
0