„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება "თელასი" იუწყება, რომ 12 თბერვალს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფერმწერთა ქუჩის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კონსტიტუციის, ჯავახიშვილის, ტოვსტონოგოვის, 26 მაისის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0