„სასწრაფოს“ მუშაობასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaშსს-ს გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი „112“
შსს-ს გადაუდებელი დახმარების მართვის  ცენტრი „112“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელობა გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა ხდება მხოლოდ ამ კლინიკებში

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა.

ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელობა გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა ხდება მხოლოდ ამ კლინიკებში, მაკა გვარამიამ სიცრუე უწოდა.

ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის კლინიკა - Sputnik საქართველო
სერგეენკო: საქართველოში ჯანდაცვა პრიორიტეტშია

„მედიასაშუალებებით აქტიურად ვრცელდება ზოგიერთი კლინიკის მხრიდან მიზანმიმართული განცხადებები, თითქოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელობა გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა ხდება მხოლოდ ამ კლინიკებში, რაც სიცრუეა. მათ არგუმენტად მოჰყავთ მხოლოდ აუდიტის 2014-2015 წლის დასკვნა, რაც მოიცავს არამხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაზე რჩევებს, არამედ არის სისტემური რჩევები ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს მისაღებია და ვიწყებთ მუშაობას ხარვეზების გამოსასწორებლად“, – განაცხადა მაკა გვარამიამ.

მისივე თქმით, კლინიკების ნაწილი პაციენტების რაოდენობის კლებას სასწრაფო დახმარების ცენტრს უკავშირებს, თუმცა, გვარამიას განცხადებით, ეს კლინიკების რაოდენობისა და კონკურენციის ზრდას უკავშირდება.

„ცენტრი ახორციელებს პაციენტების გადაყვანას კლინიკებში მათი სერვისების, შესაძლებლობების, მდებარეობის, პაციენტთა შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით“, – განაცხადა მაკა გვარამიამ.

ამასთანავე, კერძო დაზღვევის მქონე პაციენტები ხშირად მოითხოვენ, სასწრაფო დახმარებამ პროვაიდერ კლინიკებში გადაიყვანოს.


ყველა ახალი ამბავი
0