გარდაიცვალა საქართველოს პარლამენტის ექს-დეპუტატი

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თანამოაზრე ფრიდონ საყვარელიძე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარლამენტის ექს-სპიკერის დავით უსუფაშვილის თანამოაზრე ფრიდონ საყვარელიძე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სანთლები - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა საქართველოს ელჩი ავსტრიაში

საყვარელიძე 1954 წელს თბილისში დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმ-კარდიოლოგის სპეციალობით. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1992 წელს "საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში" გაწევრიანდა. იმავე წელს ბლოკ "11 ოქტომბრიდან" გახდა საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. იგი დეპუტატის მანდატს 1995 წლამდე ფლობდა.

საყვარელიძემ არჩევნებში მონაწილეობა 2012 წლის შემოდგომაზეც მიიღო და მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა ბლოკი "ქართული ოცნებიდან".

2016 წელს, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, "რესპუბლიკურმა პარტიამ" კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვა და ძალების დამოუკიდებლად მოსინჯვა გადაწყვიტა, თუმცა 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. არჩევნების შემდეგ პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა და სხვა წევრებმა პარტია დატოვეს და "შენების მოძრაობა" დააფუძნეს.

"შენების მოძრაობის" წევრი გახდა ფრიდონ საყვარელიძეც.

ყველა ახალი ამბავი
0