თბილისში სოხუმის დაცემის დღეს დაღუპული ომის გმირები სიკვდილის შემდეგ დააჯილდოეს

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალმწიფო ჯილდოები სიკვდილის შემდეგ გადაეცათ ათ ადამიანს, რომლებიც 1993 წლის 23 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს გმირულად დაიღუპნენ

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 1993 წლის 23 სექტემბერს — სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს ჯილდოები გადასცა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მამამ, უშიშროების პოლკოვნიკმა მამია ალასანიამ ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიიღო.

ვახტან გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ: მერაბ კვინიკაძე, გენური ლიპარტელიანი, შალვა ნადირაძე, გივი პაპუაშვილი, სერგო სილაგაძე ალექსანდრე ფარცვანია, ვახტანგ ფარცვანია, არშაველ შენგელია, ვახტან გორგასლის II ხარისხის ორდენით კი, ელგუჯა შარტავა.

ტრიბუნა გამოსვლებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში - Sputnik საქართველო
„ალტერნატივა არ იქნება" - თბილისმა Heritage Foundation-ის მოხსენება დაგმო

„1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში დაეცა არაერთი დიდი მამულიშვილი, რომელმაც მაშინდელი ომის წაგების მიუხედავად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სიძლიერეს და ოკუპირებულ ტერიტორიების დაბრუნებას“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

სოხუმის დაცემის დღეს 25 დაღუპულთა ნეშთებს მრავალწლიანი ძებნის შემდეგ საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა სოხუმის გარეუბანში მიაკვლიეს. მანამდე ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ. ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის მიხედვით გახდა შესაძლებელი მათი იდენტიფიცირება. 24 გმირის ნეშთი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო დიდებით დაკრძალეს, ხოლო მამია ალასანია —ოჯახის გადაწყვეტილების თანახმად, ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში.

„მათი ნეშთები წლების განმავლობაში რჩებოდა მშობლიური აფხაზეთის მიწაში, თუმცა მოხერხდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, გადმოსვენება და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მივაგოთ კიდევ ერთხელ პატივი მათ გმირობას“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

თითოეული მათგანი 1993 წლის 23 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობასთან დაიღუპა.


ყველა ახალი ამბავი
0