Discount Week: აჭარაში ფასდაკლებების კვირეული გაიმართება

© Photo: courtesy of Department of Tourism of Adjaraბათუმის ხედი
ბათუმის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარაში არსებულ სასტუმროებს, რომლებსაც გააჩნიათ 39 ან მეტი ოთახი, ასევე საკვებ, სავაჭრო და სხვა ტურისტულ ობიექტებს.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. 2018 წლის 24 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით, აჭარაში, ფასდაკლებების კვირეული — Discount Week გაიმართება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Discount Week-ი რეგიონის პოპულარიზაციასა და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისებას ემსახურება. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ვიზიტორების მოზიდვაში.

„პროექტი მოიცავს სასტუმროს, საკვებ, სავაჭრო და სხვა ტურისტული ობიექტების ფასდაკლებებით სარგებლობას. პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში, რაც საბოლოო ჯამში მათ ბიზნესზე დადებითად აისახება“, — აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარაში მდებარე სასტუმროებს, რომლებსაც  გააჩნიათ 39 ან მეტი ოთახი, ასევე საკვებ, სავაჭრო და სხვა ტურისტულ ობიექტებს.

საქართველოს ექსტრემალური ტურიზმის პოტენციალის შესწავლა - Sputnik საქართველო
ამერიკელი სპეციალისტები საქართველოს ექსტრემალური ტურიზმის პოტენციალს სწავლობენ

„40% ან მეტი ფასდაკლების შემთხვევაში, საკვები, სავაჭრო და სხვა ტურისტული ობიექტები მიიღებენ დამატებით საპრომოციო აქტივობას Facebook რეკლამის სახით“, — ნათქვამია განცხადებაში.

პროექტი Discount Week  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება.

Discount Week წარმოადგენს მრავალეტაპიან პროექტს, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში, სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას. პროექტი პირველად 2017 წელს განხორციელდა და მასში მონაწილეობა 22-მა სასტუმრომ მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0