არ გადადო, აიცერი! – დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდებს

CC BY 2.0 / NIAID / FluShotВрач делает укол пациенту
Врач делает укол пациенту - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა. 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის 102 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის აჭარაში – 86.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის 29 იანვრამდე ქვეყანაში წითელას 102 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის აჭარაში — 86. ამასთან, შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფზე, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი — 19,5%.

გამყრელიძის თქმით, წითელას ვირუსის პრევენციის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. როგორც ცენტრის დირექტორი ამბობს, ვაქცინაცია უფასოა და მის ხარჯს სახელმწიფო ანაზღაურებს.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
სკანდალი ვაქცინების ირგვლივ: ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი

„დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისას ვაქცინაციაზე უკეთესი მეთოდი არ არსებობს. ჩვენ არავის ვაშინებთ, უბრალოდ, მოსახლეობას ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ გაიკეთონ აცრა", — განაცხადა გამყრელიძემ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ვაქცინაცია უფასოა, მოსახლეობა მაინც არ აქტიურობს.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე.

ყველა ახალი ამბავი
0