საქართველო – ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში

© Sputnik / Alexander Imedashviliმშვიდობის ხიდი თბილისში
მშვიდობის ხიდი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი ეკონომიკური თავისუფლების კუთხით აქვს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველომ ადამიანის თავისუფლების ინდექსში 159-დან მე–40 ადგილი დაიკავა და რეგიონში ყველა მეზობელ ქვეყანას გაუსწრო.

მსოფლიოში ადამიანის თავისუფლების ინდექსის მდგომარეობის შესახებ მესამე ყოველწლიური ანგარიში 25 იანვარს კატონის (ვაშინგტონი, აშშ), ფრეზერის (ვანკუვერი, კანადა) ინსტიტუტებმა და ფრიდრიხ ჰაუმანის ფონდმა (პოტსდამი, გერმანია) გამოაქვეყნეს.

რაც შეეხება კვლევის ცაკლეულ კომპონენტებს, პირადი თავისუფლების ინდექსით საქართველომ 53-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით – მე-8 ადგილი. 

თბილისი ნისლში - Sputnik საქართველო
გასული წლის ჩვიდმეტი გაელვება, ანუ საქართველო და მსოფლიო რეიტინგები

საქართველოს საუკეთესო მონაცემები აღმოაჩნდა თავისუფალი ვაჭრობის საკითხში, ყველაზე ცუდი მონაცემები კი კანონის უზენაესობის, პირადი თავისუფლების, სამართლის სისტემისა და ეკონომიკური თავისუფლების სფეროში უფლებების დაცვის კუთხით დაფიქსირდა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს რეგიონში, ადამიანის თავისუფლების ინდექსში სომხეთმა 54-ე ადგილი დაიკავა, აზერბაიჯანმა – 128-ე, რუსეთმა – 134-ე, ხოლო თურქეთმა – 84-ე ადგილი.

რეიტინგში პირველ ადგილზე შვეიცარია აღმოჩნდა, შემდეგ მოდიან ჰონგ-კონგი და ახალი ზელანდია.

საუკეთესოთა ათეულში შევიდნენ ასევე ირლანდია, ავსტრალია, ფინეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი.

ადამიანის თავისუფლების ინდექსი – პირველი ყოვლისმომცველი ინდექსია, რომელიც ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეულ სფეროებში თავისუფლების მდგომარეობას აფასებს.

ინდექსი საკუთარ თავში მოიცავს 79 მაჩვენებელს პირადი, სამოქალაქო, ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, რომელიც 12 კატეგორიად არის დაჯგუფებული.  მასში შედის კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, გადაადგილების თავისუფლება, სარწმუნოება, სამოქალაქო საზოგადოება, აზრის გამოხატვა, ასევე სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლება, საერთაშორისო დონეზე თავისუფალი ვაჭრობა და სხვა მაჩვენებლები.

ყველა ახალი ამბავი
0