ასი და ზემოთ: აჭარაში 100 წელს გადაცილებული მხოლოდ ქალები არიან

CC0 / Pixabay / სიხუცე
სიხუცე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში ყველაზე უხუცესი 112 წლის ფიქრიე ირემაძეა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. აჭარაში 100 წელს გადაცილებული 28 ადამიანი ცხოვრობს – ყველა მათგანი ქალია, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

პროგრამა „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს საბანკო ანგარიშზე 1000–1000 ლარი გადაერიცხა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 

უწყების ინფორმაციით, აჭარაში 11 ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც 2018 წელს უკვე შეუსრულდა ან შეუსრულდება 100 წელი. ისინი თანხას საიუბილეო თარიღზე მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 40 ათასი ლარია.

რეგიონის ყველაზე უხუცესი ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 112 წლის ფიქრიე ირემაძეა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველო არის ქვეყანა, სადაც 100 წლამდე ძირითადად ქალები ცხოვრობენ. 2017 წელს საქართველოში 85 წელს გადაცილებული 44,9 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან მამაკაცი მხოლოდ 12,7 ათასი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0