სერგეენკომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს დაზღვევის შესახებ უამბო

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა არა პრივილეგია, არამედ ადამიანის უფლებაა

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მიმდინარე აღმასრულებელი საბჭოს 142-ე სესიის მუშაობაში, აღნიშნულია სამინისტროს Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სესია ჟენევაში 27 იანვრამდე გაგრძელდება. სერგეენკომ მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალარჩეულ დირექტორთან, დოქტორ ტედროს გებრიესუსთან ინტერაქტიულ დიალოგში. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსახლეობის უზრუნველყოფა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით.

"მადლობა მინდა გადაგიხადოთ საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმისთვის, რამდენადაც იგი წარმოადგენს არა ფუფუნების საშუალებას, არამედ პირდაპირ ინვესტიციას ქვეყნების ეკონომიკისა და უსაფრთხო მსოფლიოსათვის… დამეთანხმებით, რომ ჯანდაცვაში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა მნიშვენლოვანია და გლობალური ჯანმრთელობის მთავარი ნაწილია. აქედან გამომდინარე, უნდა განვამტკიცოთ კონცეფცია, რომ ჯანდაცვაზე მიწვდომადობა არ არის პრივილეგია, არამედ იგი ადამიანის უფლებაა", — განაცხადა სერგეენკომ.

საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
სამედიცინო დაზღვევა შესაძლებელია სავალდებულო გახდეს: ვისთვის და როდის

მინისტრმა მონაწილეობა ასევე მიიღო სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებშიც. სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის თანამდებობაზე საქმიანობას 2017 წელს შეუდგა.

აღმასრულებელი კომიტეტი 34 წევრისგან შედგება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში ტექნიკურად კვალიფიციური არიან. თითოეული ინიშნება წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელსაც, თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა ირჩევს. წევრ სახელმწიფოებს სამი წლის ვადით ირჩევენ.

აღმასრულებელი კომიტეტის ძირითადი ფუნქციები ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, მისთვის კონსულტაციური დახმარების გაწევა და მუშაობაში ზოგადი ხელშეწყობაა.

2017 წლის 1 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები, ამა თუ იმ ჯგუფის კუთვნილებიდან, ასევე შემოსავლებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის სახელმწიფო დაზღვევას იღებენ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექვს ჯგუფს მოიცავს: მიზნობრივი ჯგუფები (5 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეები, საშუალო შემოსავლის მქონე პირები, 70000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, მოზარდები (6-დან 18 წლამდე) და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები.

 

ყველა ახალი ამბავი
0