საქართველოში სიგარეტი ლაბორატორიაში შემოწმდება

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovმამაკაცი სიგარეტს ეწევა
მამაკაცი სიგარეტს ეწევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწარმოებელს ან იმპორტიორს ანალიზისთვის ლაბორატორიის შერჩევა თავად შეუძლია

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა 31 მაისამდე უნდა წარადგინონ საერთაშორისო ლაბორატორიის კვლევის შედეგები სიგარეტის ბოლში მავნე ნივთიერებათა შემცველობის თაობაზე, განაცხადა დაავადებათა და საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლეილა სტურუამ პირველი არხის ეთერში.

საქართველოში დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებები უნდა იყო კუპრის შემთხვევაში 10 მგ ერთ ღერზე, ნიკოტინისათვის – 1მგ ერთ ღერზე, ხოლო მხუთავი გაზის 10 მგ ერთ ღერზე (მხოლოდ ფილტრიანი სიგარეტისთვის).
„თამბაქოს ინდუსტრია ვალდებული იქნება, რომ ეს შემადგენლობები ლაბორატორიულად გაზომილი და ლაბორატორიული დასკვნით წარმოადგინონ.  დოკუმენტი აკრედიტირებული საერთაშორისო ლაბორატორიის მიერ უნდა იყოს დამოწმებული. თუმცა, შესაძლოა, სხვადასხვა დროს შერჩევითად გადამოწმება მაინც მოხდეს“, — განაცხადა სტურუამ.
სტურუამ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიებს ლაბორატორიის არცევა თავად შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ სიგარეტი სტანდარტების შესაბამისი არ აღმოჩნდება, მათი განადგურება მოხდება.
სიგარეტის კოლოფები დახლზე - Sputnik საქართველო
საქართველოში სიგარეტი ახალი შეფუთვით 1 სექტემბრიდან გაიყიდება
საქართველოში თამბაქოსთან აქტიური ბრძოლა 2016 წელს დაიწყო. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 33% ეწევა.
თამბაქოს მოწევა აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა მატარებლებისა და კატერებისა), სასწავლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკებში, ბავშვთა გასართობ ცენტრებში და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებებში, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, სტადიონებზე, ბენზინგასამართ სადგურებზე და ადგილებში, სადაც აალებადი ნივთიერებები ინახება. ასევე აკრძალულია სიგარეტის მიყიდვა არასრულწლოვანთათვის.
2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში მთლიანად აიკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა. გამონაკლისი იქნება ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, ქუჩა, კაზინო, საპატიმროები, ფსიქიატრიული საავადმყოფოები და სიგარა-ბარები.
2020 წლის 1 იანვრამდე მოწევა შესაძლებელი იქნება ღია სტადიონებსა და სასტუმროს ნომრებში მწეველებისთვის. ამის შემდეგ მოწევა სრულად აიკრძალება.

ყველა ახალი ამბავი
0