რამდენი დახარჯა საქართველოს მოსახლეობამ საახალწლო სუფრისთვის – კვლევა

© photo: Sputnikსადღესასწაულო სუფრა
სადღესასწაულო სუფრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტებმა გამოკითხვა ჩაატარეს და გაარკვიეს, თუ როგორ შეხვდა საქართველოს მოსახლეობა ახალ წელს

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik.  საქართველოს მოსახლეობამ საახალწლო სუფრისთვის 200–დან 300 ლარამდე დახარჯა, ნათქვამია კომპანია ipm–ის კვლევაში.

გარდა ამისა, სოცგამოკითხვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საახალწლო სუფრის კერძების ტოპ–5–ში შევიდა: გოზინაყი (69%), საცივი (52,4%), ხაჭაპური (33%), გოჭი (28,9%) და ქათამი (25,5%). 

მთვარე - Sputnik საქართველო
ბედობის დღე მთვარის კალენდრის მიხედვით

ასევე ცნობილი გახდა, რომ თითქმის ყველა ოჯახში (98,3%) არის ტრადიციული მეკვლე. ამასთან, თუ ვინ იქნებოდა მეკვლე, დაგეგმილი არ ჰქონდათ გამოკითხულთა 66,3%–ს, ხოლო 32% კი წინასწარ შეთანხმებული იყო ახალი წლის პირველ სტუმართან.

გამოკითხულთა უმეტესობა (93,3%) ოპტიმისტურად შეხვდა 2018 წელს და მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელი 2017 წელთან შედარებით გაცილებით  უკეთესი იქნება. ამასთან,  გამოკითხულთა 93,3%–მა აღნიშნა, რომ ბავშვები ახალ წელს ბედნიერად შეხვდნენ.

მარკეტინგული–საკონსულტაციო კომპანია ipm 1995 წელს შეიქმნა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებთან და მსხვილ კორპორაციებთან.

კომპანია ამზადებს მარკეტინგულ, სოციალურ და პოლიტიკურ კვლევებს, ამუშავებს საკომუნიკაციო სტრატეგიებს, ახორციელებს საველე სამუშაოებს და ა.შ.  კომპანიის  ქვეყნის მასშტაბით  არსებულ ათ რეგიონალურ ოფისებში მთლიანობაში  260 ინტერვიუერია დასაქმებული. გარდა ამისა, კომპანია ახორციელებს საკოორდინაციო სამუშაოებს სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში.

გამოკითხვაში მონაწილეობა 500–მა რესპონდენტმა მიიღო.  

© Sputnik / Maria Tsimintiaსადღესასწაულო სუფრა
სადღესასწაულო სუფრა - Sputnik საქართველო
სადღესასწაულო სუფრა


ყველა ახალი ამბავი
0