02:13 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
გზები ზამთარში

ვითარება გზებზე: ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© FB / Roads Department of Georgia
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (175)
63 0 0

შეზღუდვები ვერონა-გომბორის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო დაწესდა.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპატრამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვერონა-შუამთის 36-57-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დასაშვები.

თავისუფალია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია განცხადებაში.

შეზღუდვები ვერონა-გომბორის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო დაწესდა. 

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა. 

 

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (175)

მთავარი თემები