მამაკაცები საქართველოში სოციალურ ქსელებში ურთიერთობას პირად შეხვედრებს ამჯობინებენ

გამოწერა
ქალების 43%, რომლებიც საქართველოში სოციალური ქსელებით სარგებლობენ, ყოველ ჯერზე ამას 30 წუთიდან 1 საათამდე დროს უთმობენ

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მამაკაცები საქართველოში ურთიერთობას პირადი შეხვედრებისას ანიჭებენ უპირატესობას, ქალებს კი უფრო მეტად სოციალური ქსელები მოსწონთ, ამას კომპანია IPM Research-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მოწმობს.

სოციალური ქსელები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ყველაზე ხშირად სარგებლობენ Facebook-ით. ამ სოციალური ქსელის მკვლევარებმი დევიდ გინზბერგი და მოირა ბურკე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სიახლეების პასიური დათვალიერება ადამიანების ფსიქიურ ჯანმრთელობაზე შეიძლება ცუდად აისახოს.

საქართველოში მომხმარებელთა 43% სოციალურ ქსელში შესვლისას იქ 30 წუთამდე ატარებს, მომხმარებელთა 36% — 30 წუთიდან 1 საათამდე.

სოციალური ქსელი „ფეისბუკი“ - Sputnik საქართველო
Facebook-ის აღიარება: სოციალურმა ქსელებმა შეიძლება ზიანი მოგაყენონ

IPM Research-ის მონაცემებით, ქალები საკმაოდ იშვიათად ურთიერთობენ მეგობრებთან — კვირაში ორ საათამდე. გამოკითხული მამაკაცების თითქმის ნახევარი კი — 4 საათსა და მეტს. მეტიც, მამაკაცების 23,5% სოციალური ქსელებით საერთოდ არ სარგებლობს.

რესპონდენტებს შესთავაზეს გაეკეთებინათ არჩევანი ექვს დროით მონაკვეთს შორის: 30 წუთამდე, 30 წუთიდან 1 საათამდე, 1-დან 2 საათამდე, 2-დან 3 საატამდე, 3-დან 4 საათამდე, 4 საათიდან და ზემოდ.

კითხვაზე, რა დროს უთმობენ სოციალურ ქსელებს, მამაკაცების პასუხების უმრავლესობა (31,3%) იყო — 30 წუთამდე. ქალების შემთხვევაში — 30-60 წუთი. ასეთი პასუხი ქალთა 43,44%-მა გასცა.

ამასთან საქართველოში მომხმარებლების უმრავლესობა სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად შედის, აქედან მათი დიდი ნაწილი — დღეში ორჯერ ან მეტჯერაც. თუმცა 55 წლის ზემოდ ასაკის მომხმარებლების ნახევარი სოციალურ ქსელებს თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათადაც სტუმრობს.

კვლევაში 600-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.


ყველა ახალი ამბავი
0