09:57 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე

გიორგი შარვაშიძე „ევროპის აკადემიის“ წევრი გახდა

© FB / Ministry of Education and Science of Georgia
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (182)
30 0 0

ამიერიდან „ევროპის აკადემიაში“ საქართველოს ოთხი წარმომადგენელია

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე „ევროპის აკადემიის“ (Academia Europaea) წევრი გახდა, ნათქვამია თსუ-ს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპის აკადემიის (Academia Europaea) წევრები საქართველოდან ასევე არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კოკაია.

„ევროპის აკადემია“ საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ევროპის ყველა ქვეყნის მეცნიერის გაერთიანება. ორგანიზაცია 1988 წელს „საერთოევროპული სახლის“ და გაერთიანებული ევროპის ფარგლებში დაარსდა და საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერების ყველა ძირითადი განხრის სექციას მოიცავს.

ორგანიზაცია 3800-მდე წევრს ითვლის — ეს არის სპეციალისტები ფიზიკის და ტექნოლოგიების, ბიოლოგიური მეცნიერებებისა და მედიცინის, მათემატიკის, ჰუმანიტარულ, სოციალურ და კოგნიტიური მეცნიერებების, ეკონომიკისა და სამართლის სფეროებიდან.

შარვაშიძე დაიბადა 1963 წელს. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 2006 წელს — თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი დოქტორის აკადემიური ხარისხით განათლების მართვის მიმართულებით. 

1983-1993 წლებში მუშაობდა თბილისის მე-6 გიმნაზიაში მასწავლებლად. 1988-1989 წლებში იყო საქართველოს განათლების  მინისტრის თანაშემწე, 1989-1990 წლებში — თსუ-ს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1990 წელს მუშაობდა აშშ-ში სამხრეთ მილუოქის სკოლაში.

1991-1994 წლებში შარვაშიძე იყო საქართველოს განათლების სამინისტროს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, 1994-1996 წლებში — საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, 1996-2000 წლებში — საქართველოს განათლებისა მინისტრის პირველი მოადგილე.

2001-2003 წლებში შარვაშიძე იყო უმაღლესი განათლების რეფორმის პროექტის (COE,OSI) საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2002-2003 წლებში — განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის (EPPM) პრეზიდენტი, 2003-2004 წლებში იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის (უნგრეთი) პროგრამის უფროსი მენეჯერი, 2004-2013 წლებში ღია საზოგადოების ინსტიტუტის კადემიური მხარდაჭერის პროგრამის (AFP) დირექტორი, 2013 წლიდან გახდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.

თსუ-ს რექტორი 2016 წლის 23 სექტემბერს გახდა.


თემები:
განათლება საქართველოში (182)

მთავარი თემები