ვითარება გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა

© Roads Department of Georgiaგზის გაწმენდა თოვლისგან
გზის გაწმენდა თოვლისგან - Sputnik საქართველო
გამოწერა
უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე გარკვეული სახის შეზღუდვებია დაწესებული

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა. რაც შეეხება შეზღუდვებს, დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე, 134-135-ე კმ (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

„გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", — ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 171-184-ე კმ (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

ყველა ახალი ამბავი
0