პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიპატრიარქი კირილი
პატრიარქი კირილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა თავის მილოცვის ტექსტში აღნიშნა, რომ ილია მეორემ ქრისტეს მსახურების მანძილზე გამოიჩინა როგორც სიბრძნე, ისე შემოქმედებითი ტალანტები

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik.  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა, მილოცვის ტექსტი მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლს ხუთშაბათს, 4 იანვარს 85 წელი შეუსრულდა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
„ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ძალიან ბევრი სირთულე“ – პრეზიდენტმა პატრიარქს მიულოცა

„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს – უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, დაბადებიდან 85 წელს. ქრისტეს მსახურების მანძილზე მეფე სოლომონის მსგავსად გამოიჩინეთ სიბრძნე, მამამთავარ აბრაამის მსგავსად – სტუმართმოყვარეობა, დავით მეფსალმუნის მსგავსად – შემოქმედებითი უნარები. ზრუნავთ იერარქებისა და საქართველოს ეკლესიის მრევლის სულიერ კეთილდღეობაზე, სიყვარულით მოუწოდებთ მათ დაუღალავად იზრუნონ და გაატარონ ცხოვრება წმინდად“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ბეჯითი შრომით დაიმსახურეთ ღრმა პატივისცემა და ავტორიტეტი მართლმადიდებელ სამყაროში და ამჟამად ბრძანდებით ადგილობრივი ეკლესიის უხუცესი წინამძღოლი. მოწყალე მხსნელმა განაახლოს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ხორციელი და სულიერი ძალები და დაგეხმაროთ საპატრიარქო საქმიანობაში. ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.  

გიორგი კვირიკაშვილი და ილია მეორე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა

1952 წელს ილია მეორემ ვლადიკავკაზის № 22–ე საშუალო სკოლა, 1957 წელს მოსკოვის სასულიერო სემინარია და 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა.  24 წლისა, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა. 

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

საქართველოში 2017 წლის 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლის იუბილე იზეიმეს. მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია აღევლინა.

ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაშია 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსი პატრიარქის ჩათვლით და ორ ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0