პრემიერი: 2018 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებულია

© Sputnik / Alexander Imedashvili"დედა ენის" პარკი
დედა ენის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მოსახლეობას ახალი წელი ბაკურიანიდან მიულოცა

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ 2018 წელი განსაკუთრებულია, რამდენადაც ქვეყანა დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს.

„ჩემო ძვირფასებო, 2018 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებულია. წელს ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გილოცავ ჩვენი ქვეყნისთვის  ამ მნიშვნელოვან თარიღს და ჩვენთვის ახალი შესაძლებლობების კიდევ ერთ წელს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა საახალწლო მიმართვაში ახალი წელი მიულოცა ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს.  

საახალწლო ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოს ოთხი პრეზიდენტის შობა-ახალი წლის ვიდეომილოცვები: მსგავსება და განსხვავება

„განსაკუთრებით მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც ახლა, ამ წუთებში საკუთარ პროფესიულ ვალს იხდის. მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს საერთაშორისო მისიებში მონაწილეებს, ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებიც სამშობლოდან შორს მშვიდობის სადარაჯოზე იმყოფებიან“, – აღნიშნა მან.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ახალი წელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს, ასევე უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიულოცა. „ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს! მე მართლა მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ნდობის აღდგენას და ერთად ავაშენებთ ჩვენს და ჩვენი შვილების მომავალს. ახალ წელს ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებს ჩვენს თანამემამულეებს! ვუსურვებ მათ მშვიდობასა და წარმატებებს. ჩვენ კი მათთვის, ვისაც სამშობლო ენატრება და სურს დაბრუნება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ამ ადამიანებისთვის ყველა პირობა შევქმნათ“, – განაცხადა პრემიერმა.

ახალი წელი მოდის!
ახალი წელი მოდის! - Sputnik საქართველო
ახალი წელი მოდის!

2017 წელს კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი თბილისიდან მიულოცა, ამჯერად კი ტრადიცია დაარღვია და მოსახლეობას ბაკურიანიდან მიმართა.

„ამ ახალ წელს ჩვენ ბაკურიანიდან გილოცავთ – ადგილიდან, რომელიც დაკავშირებულია თოვლთან, ახალ წელთან, ჩვენს ბავშვობასთან და ახლა უკვე ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო დღეებთან. ბაკურიანი ამავე დროს ჩვენი მომავლისა და განვითარების შემადგენელი ნაწილია. მე მართლა მჯერა, რომ ეს ადგილი, ისევე როგორც ჩვენი ყვეყნის თითოეული ულამაზესი კუთხე, პოზიტიური ემოციებითა და იმედებით აივსება“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0