შსს საქართველოს მოსახლეობას აფრთხილებს

© Pixabay / Greyerbabyსადღესასწაულო ფოიერვერკი
სადღესასწაულო ფოიერვერკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-მ პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენების რეკომენდაციები გაავრცელა

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს და პიროტექნიკის გამოყენებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ახალი წლის ღამეს მოსახლეობა დიდი რაოდენობის პიროტექნიკას იყენებს და აქედან გამომდინარე კონკრეტული პიროვნებები საფრთხეში შეიძლება აღმოჩნდნენ.

სააგენტო მოუწოდებს:

არ გამოიყენოთ პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში;

სადღესასწაულო „ასაფეთქებლებს“ მოარიდოთ მოზარდები და არ დართოთ მათი გამოყენების უფლება, უკიდირეს შემთხვევაში, მეთვალყურეობის გარეშე;

საახალწლო ქალაქი დედაენის ბაღში - Sputnik საქართველო
ახალი წელი თბილისში - ბოლო სამზადისი

გაეცანით პიროტექნიკული ნაწარმის კონკრეტული სახეობის გამოყენების ინსტრუქციას; 

თავისუფალი გაყიდვისათვის ნებადართული პიროტექნიკური შემადგენლობის მქონე ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია სინათლის, ხმოვანი, კვამლის და კომბინირებული ეფექტების შესაქმნელად, გამოყენებამდე, შეინახეთ სახანძრო- უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;

პიროტექნიკის უყურადღებო გამოყენებამ შენობების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. შესაძლო ზარალის თავიდან აცილების მიზნით:

არ დატოვოთ კარი და ფანჯარა ღია მდგომარეობაში მაშინ, როდესაც მოსახლეობა მასობრივად დაიწყებს პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენებას;

ნუ დადებთ ღია აივანზე ნივთებს, რომელსაც შესაძლოა ცეცხლი სწრაფად მოედოს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0