როგორ მოვხვდეთ თბილისიდან ჰარვარდში: უნიკალური შანსი ქართველი სტუდენტებისთვის

© FB / Harvard Law Schoolჰარვარდის სამართლის სკოლა
ჰარვარდის სამართლის სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ონლაინ-კურსის გავლა და, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ჰარვარდის სამართლის სკოლის სერტიფიკატის მიღება

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუჩნდათ უნიკალური შესაძლებლობა უფასოდ გაიარონ ჰარვარდის სამართლის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა, ნათქვამია თსუ-ს ვებგვერდზე.

პროგრამა ხელმისაწვდომია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. მსურველებს შეუძლიათ ჩააბარონ საავტორო სამართლის 12-კვირიან ონლაინ-კურსზე CopyrightX, რომელიც 2013 წლიდან ყოველწლიურად ჰარვარდის სამართლის სკოლის ეგიდით ტარდება.

აღნიშნული კურსის ავტორი და პედაგოგია ჰარვარდის სამართლის სკოლის პროფესორი უილიამ ფიშერი. სწორედ მან შეიმუშავა სწავლების სპეციფიკა, მოამზადა დისტანციური ლექციები, შეარჩია და შექმნა საკითხავი მასალა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა ქუთაისში უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 1 მლრდ ევრო გადარიცხა

კურსი განკუთვნილია საავტორო სამართლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის და მოიცავს ევროპისა და ამერიკის საავტორო სამართალს. ქართველი სტუდენტებისათვის კურსი დამატებით მოიცავს საქართველოს საავტორო სამართლის მნიშვნელოვან ასპექტებს. 

ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატის მიღება მხოლოდ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშია შესაძლებელი.

აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგამაზე მოხვედრისთვის საჭიროა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. რეგისტრაციისთვის უნდა შეივსოს განაცხადი.

სტუდენტთა შერჩევა მოხდება განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ. შერჩეული სტუდენტები, შესაძლოა, დამატებით გასაუბრებაზე დაიბარონ.

ჰარვარდის სამართლის სკოლა (Harvard Law School) — აშშ-ში სამართლის უძველესი სკოლაა, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მდებარეობს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში. დაარსებულია 1817 წელს და გააჩნია სამართლის უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად მიიჩნევა.


ყველა ახალი ამბავი
0