თბილისს სანტები ეწვივნენ

© FB / Tbilisi City Hall"ველო სანტები" თბილისის ქუჩებში
ველო სანტები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს საახალწლოდ ბევრ სიახლეს ჰპირდება. პროექტი 28 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ათივე რაიონის მცხოვრებლებს „ველო-სანტები„ საახალწლოდ ტკბილეულს დაურიგებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პროექტი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.

თოვლის ბაბუები ეთ-ერთ ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
თბილისში საახალწლო ღონისძიებების პროგრამა 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით

პროექტმა სტარტი 28 დეკემბერს აიღო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ დღეს სანტებმა ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ნაძალადევის რაიონების მოსახლეობას დაურიგეს ტკბილეული და შობა-ახალი წელი მიულოცეს. 29 დეკემბერს სანტები გეზს გლდანი-ნაძალადევის რაიონისკენ აიღებენ, 30 დეკემბერს ისანი-სამგორის რაიონს ეწვევიან, ხოლო 31 დეკემბერს კრწანისის რაიონის მოსახლეობას შეუქმნიან საახალწლო განწყობას.

თბილისის მერია თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს საახალწლოდ ბევრ სიახლეს ჰპირდება. წელს პირველად, ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავარი საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქის სამ რაიონში გაიმართება – გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში. ამისთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური ავტობუსები, რომლებიც მგზავრებს საახალწლო კონცერტების ლოკაციამდე მიიყვანს. გალა-კონცერტი კი, ტრადიციულად, 31 დეკემბრის ღამეს ვარდების მოედანზე გაიმართება.

დედაენის ბაღში  „საახალწლო ქალაქი" ორი კვირის მანძილზე უმასპინძლებს კონცერტებს, საახალწლო მსვლელობებსა და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს.

ყველა ახალი ამბავი
0