2018 წლიდან პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიგაკვეთილი
გაკვეთილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპლექსურად განხორციელდება პედაგოგთა კვალიფიკაციის მონიტორინგი, ასევე დაიხვეწება მათი შეფასების მექანიზმები

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. 2018 წლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას.

კანონმდებლებმა საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა 21 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე უნდა გამოუცხადონ. მანამდე მთავრობის წევრები სამომავლო გეგმებს დეპუტატებს საკომიტეტო მოსმენებზე აცნობენ.

მინისტრთა კაბინეტში სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს პრემიერ–მინისტრმა 2017 წლის ნოემბერში განახორციელა. საქართველოს მთავრობამ მოიწონა ინიციატივა და კანონპროექტების პაკეტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გადაგზავნა. ცვლილებების თანახმად, საქართველოში 16 სამინისტროსა და ორი სახელმწიფო მინისტრის ნაცვლად, იქნება 13 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრი. ცვლილებების თანახმად, გაუქმდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. სპორტის სფერო გადაეცა კულტურის სამინისტროს, ხოლო ახალგაზრდობის სფერო — განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

მოსწავლეები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრომ „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“ შექმნა

„განათლების პროცესში უმთავრეს როლს პედაგოგი ასრულებს. მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობას შევქმნით, რომელიც ორიენტირებული იქნება არამხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. პროფესიული განათლების მოტივაციის ამაღლების მიზნით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები", — განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

2017 წლის იანვრიდან მასწავლებლების საშუალო ხელფასი გაიზარდა და ასე გამოიყურება: მენტორი — 1100 ლარი, წამყვანი მასწავლებელი — 965 ლარი, უფროსი მასწავლებელი — 800 ლარი, პრაქტიკოსი მასწავლებელი — 600 ლარი.

ჩხენკელის თქმით, ბიუროკრატიული პროცედურები მინიმუმამდე დავა, რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განათლებას დაუთმონ.

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
განათლების ახალი მინისტრის გეგმები: მთავარი ამოცანა - პედაგოგის პრესტიჟი

„ამასთან, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში და კომპექსურად განხორციელდება პედაგოგთა კვალიფიკაციის მონიტორინგი, დაიხვეწება შიდა და გარე შეფასების მექანიზმები, რომელთა მიზანია საუკეთესოთა გამოვლენა და სათანადო დაფასება", — აღნიშნა ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

2015 წელს მიღებული ახალი სასწავლო სქემის თანახმად, პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე– უფროსი პედაგოგები, მესამე კატეგორიას — წამყვანი მასწავლებლები, მეოთხე კატეგორიას კი მენტორი მასწავლებლები იკავებენ.

2017 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მონაცემებით, მასწავლებელთა გადანაწილება კატეგორიების მიხედვით ასეთია: პრაქტიკოსი – 44 570, უფროსი-18 809, წამყვანი-216, მენტორი —9.

 

ყველა ახალი ამბავი
0