თბილისში „ხრუშოვკებით" კერძო კომპანიები დაკავდებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliმიცკევიჩის ქუჩა
მიცკევიჩის ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში აქტუალურია "ხრუშოვკების" ჩანაცვლების საკითხი, მერიას საამისო სახსრები არ აქვს, თუმცა, უწყება მზადაა კერძო კომპანიებთან თანამშრომლობისთვის

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე კერძო კომპანიებს, რომლებიც თბილისში ე.წ ხრუშოვკების პრობლემით დაკავდებიან, მხარს დაუჭერს.

ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, „ხრუშოვკებს" ეტაპობრივად თანამედროვე შენობებით ჩაანაცვლებენ. თუმცა, მოგვიანებით მან განმარტა, რომ თბილისის მერიას არ აქვს საამისო რესურსი, ამიტომ „ხრუშოვკების" მცხოვრებლებმა უნდა შექმნან ამხანაგობები და ჩართონ ინვესტორები.

„ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ დახმარება და ხელშეწყობა. ამასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნოდაც ვისაუბრე და სავსებით შესაძლებელია ამ პროექტების განხორციელება, შეთავაზება უნდა მოხდეს სამი მიმართულებით: პირველი ეს არის ფართების პირდაპირი გამოსყიდვა, მეორე – სხვა რაიონში კონკრეტული ფართის შეთავაზება, მესამე – „ხრუშჩოვკების" ადგილას იგივე ფართის შეთავაზება", – განაცხადა კახა კალაძემ.

მუშა მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
კალაძე მშენებლობის წესების გამკაცრების მომხრეა

გარდა ამისა, კალაძემ კომენტარი გააკეთა დეველოპერული კომპანია m2-ის ინციატივაზე, რომელიც ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ქავთარაძის ქუჩაზე „ხრუშოვკების" ჩანაცვლებას გეგმავს.

კომპანიის ხელმძღვანელის ირაკლი ბურდილაძის სიტყვებით, ძველი, ამორტიზებული შენობების ნაცვლად, კომპანია საბურთალოს რაიონში ახალი კორპუსის აშენებას გეგმავს.

„ამორტიზებულ სახლებში მცხოვრებ პირებს m2 ბინების გადაცვლას ახალ აშენებულ ბინებზე შესთავაზებს. იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ამორტიზებული შენობა დგას, დავიწყებთ მშენებლობას იმისთვის, რომ პროექტი კომერციულად მომგებიანი გახდეს. კონკრეტულად ქავთარაძეზე არის საშუალება, ადგილობრივებს შევთავაზოთ მათი საცხოვრებლის გადაცვლა ახალაშენებულ კორპუსებში იმავე ადგილას და იმავე ფართით", – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი ბურდილაძემ.

ამასთან, ბურდილაძე არ გამორიცხავს, რომ მცხოვრებლებს სხვა ადგილებს შესთავაზებენ.

„ამას ბაზარი დაარეგულირებს, გააჩნია ვინ რა ფართს დათანხმდება", — აღნიშნა მან.

ადრე კალაძემ განაცხადა, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც „ხრუშოვკებში" ცხოვრობენ, მშენებლობის პროცესში უზრუნველყოფილი იქნებიან ახალი საცხოვრებელი ფართით ან შესაბამისი კომპენსაციით.

1960-იან წლებში აშენებული საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციის ვადა 50 წელია. გარდა ამისა, „ხრუშოვკების" მინუსია მინიმალური საცხოვრებელი ფართი და დაბალი ჭერი. ამ დროისთვის თბილისში 700 შენობაა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა გასულია.

ყველა ახალი ამბავი
0