საქართველოში ულამაზესი გოგონა აირჩიეს, რომელიც „მის მსოფლიოს" კონკურსზე გაემგზავრება

© courtesy of IC Modelsკონკურსი „მის საქართველო"
კონკურსი „მის საქართველო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში საქართველოს ყველაზე ლამაზი გოგონა დაასახელეს - ის ჩვენს ქვეყანას მომავალ წელს „მის მსოფლიოზე" წარადგენს

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. „მის საქართველო 2017"-ის ტიტული 24 წლის მოდელს, ნია წივწივაძეს ერგო. ის ქვეყანას სილამაზის კონკურსზე „მის მსოფლიო" წარადგენს.

„მის საქართველო 2017"-ის ფინალი 9 დეკემბერს ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართა. წელს ქვეყნის მთავარი ლამაზმანის ტიტულისთვის იბრძოდნენ გოგონები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.

წივწივაძემ დაამთავრა ბიზნეს-ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, არის ბლოგერი, წერს სტატიებს.

© FB / Nia Tsivtsivàdzeნია წივწივაძე - „მის საქართველო 2017"
Мисс Грузия 2017, модель Ния Цивцивадзе - Sputnik საქართველო
ნია წივწივაძე - „მის საქართველო 2017"

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეობდა კომპანია Image Centre-ის დამფუძნებელი ია კიწმარიშვილი, ჟიურის წევრები იყვნენ „მის საქართველოები" სხვადასხვა წლებში — ნუკა ყარალაშვილი, ვიქტორია კოჩეროვა, ანა ზუბაშვილი, ასევე მასმედიის, საიუველირო კომპანიების, ესთეტიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის წარმომადგენლები.

ჟიურის წევრებმა აირჩიეს ნომინაციების გამარჯვებულები, ტოპ-ხუთეული და „მის საქართველო 2017".

„I ვიცე-მის საქართველო 2017" გახდა 24 წლის ლარა იანი. ის საქართველოს წარადგენს სილამაზის კონკურსზე „მის სამყარო".

მარიამ მამუჩაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი მოდელი პორტუგალიაში კონკურსის გამარჯვებული გახდა

„II ვიცე-მის საქართველო 2017" გახდა 21 წლის მარიამ დონაძე, ხოლო „III ვიცე-მის საქართველო — 18 წლის გვანცა მინაშვილი.

ნომინაციაში „მის მეგობრობა" გაიმარჯვა მედეა გეჯაძემ, MISS INTERNET გახდა გვანცა მინაშვილი. ხოლო მის ფოტოგენურობა — ანა კობაძე.

„მის ტალანტი" გახდა ანა ქადაგიშვილი, „მის ინტელექტი" — ნათია ლაბაძე, „მის ტელეგენურობა" — ნინი აბრამიშვილი, „ტოპ-მოდელი" — დინა პარპალია, „მის ელეგანტურობა" — ნელი ბოლოთაშვილი, „მის გრაცია" — არიანა ობოლაძე, „მის მომხიბვლელობა" — გვანცა ვახტანგიშვილი.

რაც შეეხება ნომინაციას „მის ექსტრავაგანტულობა", გამარჯვებულია მოდელი ზამირა მოსიძე, „მის შარმი" გახდა ანასტასია აბრამიშვილი, ხოლო „მის ფიტნესი" — ნინი მაქაცარია.

პროექტი „მის საქართველო" ქვეყანაში ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსია. მას კომპანია Image Centre 2003 წლიდან მართავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0