„ხმაური გამარჯვებისთვის“ - დღეს ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართება

გამოწერა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თეთრი ხმაური" ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო აკრიტიკებს.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ნარკოპოლიტიკის ახალი კანონპროექტის დასაცავად დღეს ვარდების მოედანზე აქცია გაიმართება, იუწყება ღონისძიების  ერთ-ერთი ორგანიზატორი „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საკუთარ Facebook-გვერდზე. 

„ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის უცვლელად მიღება არა ხელისუფალის კეთილი ნება, არამედ ვალდებულებაა“, — მიაჩნიათ აქციის ორგანიზატორებს.

ორგანიზატორების ცნობით, ვარდების მოედანზე დაგეგმილ აქციას ადგილობრივი ჰიპ-ჰოპ სცენის წარმომადგენლები დაესწრებიან: Erekle Deisadze, KayaKata, Terika, Nick Green, Ras Green, Jeronimo, Kazzy Jazz, R Dasavleli Gunava, DJ Grotask, SABANADZE, HIKARI, DRO, DZVALI, Zaza Nozadze — Sf-x, Master დაა.შ.

აქცია 17:00 საათზე ვარდების მოედანზე დაიწყება და 19:00 საათმდე გაგრძელდება.

დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო
დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკაზე: უკიდეგანო ლიბერალიზმი მიუღებელია

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თეთრი ხმაური" ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო აკრიტიკებს. აქტივისტებმა შექმნეს კამპანია „ბექა დამნაშავე არ არის". მათ გააპროტესტეს 2013 წელს ბექა წიქარიშვილის დაკავება, რომელსაც 70 გრამამდე მარიხუანა აღმოუჩინეს.

წიქარიშვილს 7-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, ეღიარებინა არაკონსტიტუციურად ნორმა პატიმრობის შესახებ პირადი მოხმარებისთვის 70 გრამამდე გამხმარი მარიხუანის შეძენა-შენახვის გამო. სასამართლომ მისი სარჩელი 2015 წლის ოქტომბერში დააკმაყოფილა და ის გაათავისუფლეს.

ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის თებერვალში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც 100 გრამი ნედლი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის პატიმრობას ითვალისწინებდა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა" ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორია და ბოლო წლებია აქტიურად იბრძვის ნარკოპოლიტიკის რეფორმისთვის.

ორგანიზაციის ცნობით, კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტს კომიტეტებში ნოემბრის ბოლოს უნდა დაეწყო, მაგრამ ის გადაიდო.


ყველა ახალი ამბავი
0