ახალს ააშენებენ თუ გაარემონტებენ – რა ბედი ელის სპეცოპერაციისას დაზიანებულ კორპუსს

© FB / Tbilisi City Hallკახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში
კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიის ლაბორატორიის თანამშრომლებმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსის უსაფრთხოების ნორმების შემოწმება დაიწყეს.

თბილისი, 8 დეკემბერი —Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე 21-22 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს დაჰპირდა, რომ მაქსიმალურად მცირე ვადებში აღადგენს მათთვის ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, იუწყება დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 21 ნოემბერს, ღამით კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელიც თითქმის 24 საათს გაგრძელდა. კორპუსიდან ევაკუირებული იყო მოსახლეობა, სპეცოპერაციისას შენობა სერიოზულად დაზიანდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლისა და აფეთქებების სერიის გამო.

ინფორმაციის თანახმად, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსის შემოწმება 8 დეკემბრიდან იწყება. 

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
სპეცოპერაციის დროს რვა ბინა დაიწვა

„თუ არის სერიოზული პრობლემები და კორპუსი ავარიულია, ჩვენ, რა თქმა უნდა, განვახორციელებთ სამუშაოებს, რათა პრობლემები თავიდან იქნას აცილებული. თვითონ სარემონტო—სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავიწყებთ მას შემდეგ, როდესაც სრული სურათი გვექნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა, რომელმაც დღეს დაზიანებული კორპუსი მოინახულა. 

© FB / Tbilisi City Hallკახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში
კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში  - Sputnik საქართველო
კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე უკვე მივიდნენ თბილისის მერიის ლაბორატორიის თანამშრომლები და კორპუსის უსაფრთხოების ნორმებს ამოწმებენ.

© FB / Tbilisi City Hallკახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში
კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში - Sputnik საქართველო
კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში

კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, საგამოძიებო უწყებებმა მუშაობა 7 დეკემბერს დაასრულეს, რის შემდეგაც ბინებში უკვე დასუფთავების სამსახური „თბილსერვის ჯგუფი“  შევიდა და ტერიტორია დაასუფთავა.

ოფიციალური მონაცემებით, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულია სამი პირი. ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0