23:34 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სომელიე

ქართული საფერავი თუ იაპონური საკე

© FB / Wines of Georgia
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (38)
59 0 0

იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik.  ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია იაპონიის ორ დიდ ქალაქში – ტოკიოსა და ოსაკაში გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

იაპონია ქართული ღვინის ექსპორტისთვის  ერთ–ერთი მზარდი ბაზარია. 2017 წლის 11 თვის მონაცემებით, იაპონიაში  155 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 8%–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

პრეზენტაცია ღვინის მაგისტრის, კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შვიდი  ქართული კომპანიის  ღვინო:   „შატო მუხრანი“, „ფაფარი ველი“, „შუმი“, „ლაგვინარი“, „გიუაანი“, „ორგო“ და „მეღვინეობა ხარება“. 

ტოკიოში გამართულ დეგუსტაციას კენიჩი ოჰაშისთან ერთად ასევე უძღვებოდა იაპონელი სომელიე ჰიროში იშიდა, ხოლო ოსაკაში — სომელიე სატორუ მორი. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიწვევით, წელს კენიჩი ოჰაში საქართველოს ორჯერ სტუმრობდა, რათა  შეესწავლა ქართული ღვინის ბაზარი. მან ქართულ ღვინოს ორი სტატია მიუძღვნა, რომლებიც გამოქვეყნდა ჟურნალებში  Sommelier–სა და  WANDS-ში.  

ტოკიოში ქართული ღვინის პრეზენტაციას ესწრებოდნენ  იაპონიაში საქართველოს ელჩი ლევან ცინცაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი და თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე, ასევე ადგილობრივი სომელიები და მასმედიის წარმომადგენლები.

ქართული ღვინო იაპონიაში პოპულარობით სარგებლობს. სექტემბერში ტოკიოში გამართულ საერთაშორისო კონკურს 20th Japan Wine Challenge 2017–ზე  ქართულმა ღვინოებმა რამდენიმე უმაღლესი ჯილდო მოიპოვეს. 

პლატინის მედალი და რეგიონალური „ტროფი", როგორც საუკეთესო წითელი ღვინო საქართველოდან, მოიპოვა კომპანია Chigogidze Wines–ის „საფერავი 2015“–მა.  კონკურსზე სულ 19-მა ღვინომ მოიპოვა პლატინის მედალი.

ორი ოქროს მედალი მოიპოვა „ვაზიანი კომპანის" ხაზის „მაყაშვილის მარნის" ღვინოებმა „მწვანე 2016" და „ხიხვი 2016". „ხიხვი 2016"-მა ასევე დაიმსახურა რეგიონალური „ტროფი", როგორც საუკეთესო თეთრმა ღვინომ საქართველოდან. ვერცხლის მედლები მოიპოვა კომპანია „ბადაგონის" GAU5 WHITE ONE 2015-მა და "ჩიგოგიძე ვაინსის" „ალექსანდროული 2015"-მა.

ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა ასევე „ბადაგონის" სამი ღვინო: BADAGONI BRUT 2015, MAESTRO SAPERAVI 2015 და SAPERAVI RESERVE 2010.

მთლიანობაში კონკურსში 200-მდე კომპანიის 1,7 ათასი ღვინო მონაწილეობდა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე.

 

თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (38)

მთავარი თემები