23:32 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გზის გაწმენდა

ზემო ლარსი დღეს: სამხედრო გზაზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოხსნილია

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (29)
28 0 0

დიდთოვლობის გამო საქართველოს სამხედრო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო

თბილისი, 7 დეკემბერი —Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავრომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ოთხშაბათს მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება  შეზღუდვებს, ამჟამად დარიალის ხეობაში, გზის 134-135-ე კილომეტრზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის გაჩერება. 

სატრანსპორტო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემო ლარსი“ დღეისათის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო საზღვარია, რომელიც საქართველოს და რუსეთს აკავშირებს.

ხატია გიგოლაშვილი

 

 

 

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (29)

მთავარი თემები