„აქამდე როგორ მივედით?“ - პრემიერ-მინისტრი შეძრწუნებულია თბილისში მომხდარი ტრაგედიით

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდა, რათა მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევები აღარ განმეორდეს

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შოკირებულია თბილისის ცენტრში მოზარდებს შორის სისხლიანი ჩხუბის გამო, რომლის შედეგად ორი მოსწავლე გარდაიცვალა.

გუშინ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი 16 წლის მოსწავლე ცივი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთი სავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე მოსწავლეს სამი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირეით შსს-ში მიმდნარეობს გამოძიება. დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, მეორე კი ამ დრომდე იძებნება.

პირველი კლასიკური გიმნაზიის შენობა - Sputnik საქართველო
სკოლებში უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრდება

„უკიდურესად შეძრწუნებული ვარ გუშინ თბილისში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს. ეს არის საერთო ტრაგედია, რომელმაც ყველა შეგვძრა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ასე სასტიკად და დაუნდობლად სწირავენ ერთმანეთს“, — ნათქვამია კვირიკაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა საზოგადეობას გაერთიანებისკენ, რათა მსგავსი ტრაგედია მომავალში აღარ განმეორდეს.

„ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება, უნდა გავერთაინდეთ, რათა მშვიდი და ჯანსაღი გარემო იყოს საყოველთაო და გარანტირებული ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ამ მიმართულებით წამყვანი როლი ეკისრება განათლების სისტემის გარშემო ჩვენს კონსოლიდაციას, რომ მოხდეს პრობლემების სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი გზების დასახვა. ეს არის თემა, რომელსაც მხარე არ ჰყავს! ამ უმძიმეს წუთებში მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ორშაბათიდან საქართველოს სკოლებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება. გარდა ამისა, 51-ე სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ.

სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0