მეუფე შიო: პატრიარქი თავად დააკონკრეტებს თანამოსაყდრის უფლებამოსილებებს

© Sputnik / Alexander Imedashviliმრევლი ტაძარში
მრევლი ტაძარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია მეორის თანამოსაყდრე საკვირაო ქადაგებისას ბათუმის ტრაგედიას გამოეხამურა

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. კვირას მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრის რანგში წირვა პირველად აღავლინა, რა დროსაც ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბათუმში ხანძრის დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

რამდენიმე დღის წინ სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ მისი უწმინდესობის თანამოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდება. პატრიარქის თანამოსაყდრეობა ნიშნავს, უპირველესად, პატრიარქის ავადმყოფობის ან ქვეყნის დიდი ხნის დატოვების დროს მისი მოვალეობის შესრულებას. ამასთანავე, მოსაყდრეს ევალება პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, მართოს ეკლესია და მოამზადოს ახალი პატრიარქის არჩევნები. 

მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - Sputnik საქართველო
მიტროპოლიტი შიო: ამ მსახურებისთვის ჩემი თავი უღირსად მიმაჩნია

კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს შეუძლია საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს პატრიარქის ტახტზე ისევე, როგორც სხვა მღვდელმთავრებს ეძლევათ ამის კანონიკური უფლება. „თანამოსაყდრე″ არ ნიშნავს პატრიარქის მემკვიდრეს. ის  ისტორიული ტერმინია და მეფობისას ან მღვდელმთავრობისას თანაზიარს აღნიშნავს.

„უფლისთვის მთავარია, ჩვენს გულში ჩავიხედოთ, რომ არ იყოს გულცივობა, გულქვაობა“, — თავისი პირველი ქადაგებისას ბრძანა მიტროპოლიტმა შიომ.

მისი თქმით, საუკუნო ცხოვრების ერთ-ერთი საწინდარია სამარიტელისებური თვისება მოწყალებისა. 

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
პატრიარქის გამხელილი სურვილი... ანუ მეუფე შიოს დიდი ჯვარი...

ილია მეორის მოსაყდრე ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასაც გამოეხმაურა, რომლის დროს 11 ადამიანი დაიღუპა.

„კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ბათუმში გუშინწინ მომხდარს. ვუთანაგრძნობთ და ვლოცულობთ დაღუპული ადამიანების სულებისათვის, მათ ოჯახებს ძალასა და უფლის წყალობას ვისურვებთ“, — აღნიშნა მეუფე შიომ.

საღვთო მსახურების დასრულების შემდეგ მეუფე შიომ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ არ იცის, რატომ დაასახელა პატრიარქმა ის თავის მოსაყდრედ. მისი თქმით, ეს ილია მეორის გადაწყვეტილებაა და ის მას ემორჩილება.

„aხლა ჩვენ ველოდებით მის უწმინდესობას. ის წაბრძანებულია, როგორც კი ჩამოვა, მერე დააკონკრეტებს ამ ვალდებულებებს…  უწმინდესს სრული უფლება აქვს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენთვის ყველასათვის მოულოდნელი იყო თავად ეს მისი გადაწყვეტილება“, — განუცხადა მეუფე შიომ ჟურნალისტებს.

საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის თანამოსაყდრის დანიშვნასთან დაკავშირებით უხლოეს დროს განცხადებას გააკეთებს. ამ განცხადებაში პატრიარქის თანამოსაყდრის უფლებამოსილებაც განისაზღვრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0