„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. "

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ინტენსიფიკაციის, პეტრიწის, მეფე მირიანის, კრისტოფერო კასტელის და ნოზაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, სამგორი-I დასახლების, თვალჭრელიძის შესახვევის, თვალჭრელიძის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მამისაშვილის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდი ლილოს, ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ხვედელიანის და ქებურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, კრწანისის I ჩიხის, გორგასალის, მეფე სოლომონ II, ორთაჭალის, წინანაურის, ბერძნის, სულიკო თორთლაძის, ოქროყანის,

ნადიკვარის, ბეჟან კალანდაძის, გულუას, მანანა მელქაძის, რუსუდან მეფისაშვილის, მარტვილის, შოთა ნიშნიანიძის და შავნაბადას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის ჩიხის, ნავთლუღის დასახლების, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამხედრო ქალაქი 9, სამხედრო ქალაქი 10, ქეთევან დედოფლის გამზირის, ნავთლუღის, უჯარმის, ჭრელაშვილის, მეველეს, აჰმედ ჯავადის, საექიმოს, დოდაშვილის, მიკოლა ბაჟანის, რიჩარდ ჰოლბრუკის და მათიაშვილის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0