საქართველოში გოგონებს პაპილომავირუსზე აცრიან

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო შევიდა იმ 23 ქვეყნის რიგებში, რომლებმაც ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის მხარდაჭერით პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღეს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 1 დეკემბრიდან 9-14 წლის გოგონების პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა დაიწყება, ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

აცრა ჩატარდება თბილისში, ქუთაისში, ასევე აჭარასა და აფხაზეთში. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, ვაქცინას დე-ფაქტო ხელისუფლებას გადასცემენ.

იმუნოლოგები აცხადებენ, რომ პაპილომავირუსის წინააღმდეგ აცრა, რომელიც აუცილებელია გოგონებისთვის სწორედ 9-14 წლის ასაკში, საუკეთესო პრევენციული ზომაა საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ.

ბავშვი ონკოლოგიური დაავადებით საავადმყოფოს პალატაში - Sputnik საქართველო
განუკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისთვის თბილისში ახალ ჰოსპისს ააშენებენ

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) მხარდაჭერით მსოფლიოს 23 ქვეყანაში შევიდა.

2006 წლიდან დღემდე პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაემატა 71 ქვეყნის აცრების კალენდარს, მათ შორის აშშ-ის, ავსტრიის, ავსტრალიის, ბელგიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, საფრანგეთისა და სხვ.

„საქართველოში ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოთი 200-მდე ქალი იღუპება. სახელმწიფო ახორციელებს სკრინინგ–პროგრამებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა კი უკვე არსებობს და ჩვენ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს ის", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა.

პაპილომავირუსი მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. არსებობს ამ ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი და აქედან, სულ ცოტა, 13 კიბოს განვითარებას იწვევს. ვირუსი, უმეტესად, სექსუალური კონტაქტით გადაეცემა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კლინიკური ცდების შედეგების თანახმად პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და ძალზე ეფექტურია. ამიტომ უმჯობესია ვაქცინაცია პირველ სექსუალურ კონტაქტამდე ჩატარდეს.

ყველა ახალი ამბავი
0