10:03 21 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მუშა

2018 წლის 1 მაისიდან სიმაღლეზე დასაქმებული ადამიანები შესაბამის სწავლებას გაივლიან

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (46)
36 0 0

ტექნიკური რეგლამენტი სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ განსაზღვრავს სიმაღლეზე სამუშაოების შესრულებისას ძირითად მოთხოვნებსა და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. სიმაღლეზე მომუშავე ყველა თანამშრომელს უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი სწავლება, ნათქვამია „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებულ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე". 

„სიმაღლეზე მომუშავეებს უნდა ჩაუტარდეთ სწავლება სიმაღლიდან ვარდნის დამცავი საშუალებების შესაბამის გამოყენებაზე. პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს თითოეული დასაქმებულისათვის ვარდნის საფრთხის გამოცნობის შესაძლებლობას და უნდა მოიცავდეს ამ საფრთხის მინიმუმამდე შემცირების მიზნით აუცილებელ პროცედურებს", — აღნიშნულია დადგენილებაში.

გარდა სწავლებისა, რეგლამენტში საუბარია ტექნიკურ საშუალებებზეც, რომელიც მშენებლობის პროცესში უნდა იყოს გამოყენებული. რეგლამენტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ტრენინგების პროგრამის შემუშავება და განხორციელება თითოეული დასაქმებულისათვის, რომელსაც შესაძლოა, დაემუქროს ვარდნის საფრთხე.

ტექნიკური რეგლამენტი სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ განსაზღვრავს სიმაღლეზე სამუშაოების შესრულებისას ძირითად მოთხოვნებსა და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე (მათ შორის, ჭები, ღიობები, ნათხარი გრუნტები და ა.შ.).

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში მთავრობის ეს დადგენილება დადებითად შეაფასეს.

„ეს დადგენილება კარგი იმითაა, რომ დამატებითი უსაფრთხოების სტანდარტების დამდგენი იქნება და უფრო დეტალურად იქნება გაწერილი უსაფრთხოების რეგულაციები კონკრეტული ტიპის სამუშაო ადგილებზე, თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა მაინც აღსრულების საკითხია", — განუცხადა „Sputnik საქართველოს" ორგანიზაციის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორიმა ლინა ღვინიანიძემ.

მისი თქმით, რეგლამენტის აღსრულება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის კომპეტენცია იქნება. ამ შემთხვევაში საინტერესოა მოხდება თუ არა ამ უწყების მნიშვნელოვნად გაძლიერება, რათა რეალურად შესრულდეს როგორც ამ დადგენილების შინაარსი, ასევე შრომის უსაფრთხოების კანონის ის მოთხოვნები, რომელიც ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (46)

მთავარი თემები