მინისტრი ექიმების რამდენიმე კლინიკაში მუშაობის აკრძალვის წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წინააღმდეგია შეზღუდვის, თუმცა მიიჩნევს, რომ ექიმებს დასვენებისთვის დრო უნდა ჰქონდეთ.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ახალი წესების ამოქმედება, რომლითაც საქართველოში ექიმებს რამდენიმე კლინიკაში ერთდროულად მუშაობა ეკრძალებათ, არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეარხზე Imedi.

იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯანდაცვაში სერიოზული რეფორმის გატარებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ექიმებისთვის ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მუშაობის აკრძალვა, ამ დღეებში პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი სიტყვებით, ასეთი რეჟიმი უარყოფითად აისახება ექიმების მუშაობის ხარისხზე.

ოპერაცია საავადმყოფოში. საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
საქართველოში ექიმებს ერთბაშად რამდენიმე კლინიკაში მუშაობა შეიძლება აეკრძალოთ

„რეგულაციებზე მუშაობა ჩვენ არ დაგვიწყია და არც მომავალში ვაპირებთ დაწყებას. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ ადამიანს — ექიმს ან სხვა პროფესიის წარმომადგენელს, ისეთი სამუშაო რეჟიმი ექნება, რომელიც მის პროდუქტიულ მუშაობას და დასვენებას უზრუნველყოფს. თუმცა, ექიმებისთვის ეს ხშირად მიუწვდომელია და ეს პრობლემა მარტო ჩვენ ქვეყანაში არ დგას", — განაცხადა სერგეენკომ.

როგორც ადრე ზოიძემ აღნიშნა, პარლამენტის დეპუტატები მთავრობის წევრებთან ერთად მუშაობენ კანონპროექტზე ჯანდაცვის სფეროში, რომელიც პარლამენტში 2017 წლის ბოლომდე შევა.

წლის დასაწყისიდან საქართველოში 67 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერეს სახელმწიფო სამედიცინო სერტიფიკატების მოქმედება, რადგანაც ისინი არაპროფესიონალიზმში დაადანაშულეს. გარდა ამისა, 90-მა ექიმმა წერილობითი გაფრთხილება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0