„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Sputnik / Alexander Imedashvili"თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს
თელასი მოსახლეობას აფრთხილებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ისნის რაიონი

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის და შანდორ პეტეფის ქუჩის მაცხოვრებლებს.

14:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუთნის, ხახანაშვილის, წინანდლის, ახმეტის, თელავის და ივერიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის და ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის IVა მიკრორაიონის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0